ერთა ლიგა 2026-27 | ხორვატიამ თავის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო #1TVSPORT
ინგლისის ნაკრებმა სტუმრად გაანადგურა ხორვატია – 7:0! მასპინძლებს მხოლოდ ერთი გამართლება აქვთ – ისინი მაყურებების გარეშე თამაშობდნენ, თუმცა ტრიბუნებზე ექვსი ათასი ბავშვი იჯდა.
პირველ ტაიმში მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო – ინგლისმა შესვენებამდე ოთხი გოლი გაიტანა, შესვენების შემდეგ – სამი. ჯუდ ბელინგემმა გოლი და სამი საგოლე გადაცემა დააგროვა, ჰარი კეინს დუბლი და საგოლე პასი ჰქონდა, საკასაც დუბლი, ენტონი გორდონმა თითო გაიტანა და პასი მისცა, ბოლოს კი წერტილი შეხვედრას მორგან როჯერსმა დაუსვა.
ეს იყო ინგლისის ნაკრების ყველაზე მსხვილი გამარჯვება 2023 წლის შემდეგ, როცა ევრო 2024-ის კვალიფიკაციაში იგივე ანგარიშით მოუგო მაკედონიას. ხორვატიამ კი თავის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო. წინა მაქსიმუმი იყო 0:6 ესპანეთთან 2018 წლის სექტემბერში.
ხორვატია-ინგლისი 0:7
გოლები: 0:1 კეინი (8. ბელინგემის პასით), 0:2 ბელინგემი (21. გორდონის პასით), 0:3 გორდონი (39. კუანსას პასით), 0:4 საკა (45. ბელინგემის პასით), 0:5 კეინი (53. ანდერსონის პასით), 0:6 საკა (68. კეინის პასით), 0:7 როჯერსი (87. ბელინგემის პასით)
ინგლისი (4-2-3-1): პოკფორდი – კუასნსა, კონსა, გუეჰი, ჰოლი – ანდერსონი (79. ლუის სკელი), სკოტი (70. გარნერი) – საკა, ბელინგემი (79. გიბს-უაიტი), გორდონი (70. ეზე) – კეინი (70. როჯერსი).