ერთა ლიგა 2026-27 | იტალიამ „სტად დე ფრანსზე“ ქულა აიღო [ვიდეო] #1TVSPORT
ზინედინ ზიდანმა პირველად უხელმძღვანელა საფრანგეთის ნაკრებს საკუთარი გულშემატკივრების წინ და გუნდმა პირველად ვერ მოიგო და პირველი გოლი გაუშვა. „სტად დე ფრანსზე“ მესამე ტურის მატჩი იტალიასთან 1:1 დასრულდა.
სანამ ანგარიში გაიხსნებოდა, გუნდებმა თითო ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენეს: მოიზე კინმა ერთი მეტრიდან ვერ გაუტანა მაიკ მენიანს, შემდეგ კი ჯანლუიჯი დონარუმას ორმაგი მოგერიება ჰქონდა დეზირე დუესა და უსმან დემბელეს დარტყმების შემდეგ.
55-ე წუთზე ანგარიში მაიკლ ოლისემ გახსნა შესანიშნავი საჯარიმოთი, 13 წუთში კი ლუკა და კუნიამ თავის საჯარიმოსთან ახლოს დაკარგა ბურთი და ალესანდრო ბასტონიმ გაათანაბრა.
ამ გუნდების ბოლო ოთხი მატჩი ერთნაირი ანგარიშით – 3:1 დასრულდა (სამჯერ მოიგო საფრანგეთმა), ხოლო ბოლო ექვსი – ფრის გარეშე (2007 წელს). ახლა არც ერთმა ამ ტრენდმა არ იმუშავა.
საფრანგეთი-იტალია 1:1
გოლები: 1:0 ოლისე (55. შერკის პასით), 1:1 ბასტონი (68)
საფრანგეთი (4-3-3): მენიანი – კალულუ, ჟაკე, უპამეკანო, ტრუფერი – შერკი (76. კამავინგა), და კუნია (87. ლაკრუა), რაბიო – ოლისე, დემბელე, დუე (76. ბარკოლა).
იტალია (4-3-3): დონარუმა – კაიოდე, სკალვინი, ბასტონი, კალაფიორი – ფრატეზი (80. დუმბია), ტონალი (62. ბარელა), ფაჯოლი (90. სკამაკა) – ს. ესპოზიტო (80. მალდინი), ფ. ესპოზიტო (62. ვერგარა), კინი.
გაძევება: უპამეკანო (85. საფრანგეთი)