ერთა ლიგა 2026-27 | ესპანეთმა წაუგებელი სერია 41 მატჩამდე აიყვანა #1TVSPORT

06:54, 04.10.2026

ესპანეთმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო ახალ ერთა ლიგაზე, ლამინ იამალმა კი ტრადიციას არ უღალატა და ზედიზედ მესამედ გახსნა ანგარიში, ოღონდ თუ წინა ორ შემთხვევაში ამას მეორე წუთზე აკეთებდა, ამჯერად ოთხი წუთით დააგვიანა გოლის გატანა. 35-ე წუთზე როდრიმ მეორე გაიტანა და თითქოს ჩეხეთს განადგურება ელოდა, მაგრამ სტუმრებმა 69-ე წუთზე ირჟი სლამას გოლით სხვაობა შეამცირეს, 79-ე წუთზე კი გაათანაბრეს, მაგრამ გოლი შეტევაში ჯარიმის გამო არ ჩაითვალა.

ჩეხეთის კაპიტანმა ლადისლავ კრეიჩიმ ამ მომენტის გამო კამათისთვის ყვითელი მიიღო, 85-ე წუთზე მეორედ გააფრთხილეს და მოედნიდან გააძევეს, რის შემდეგაც მიკელ მერინომ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა.

ესპანეთი ძირითად დროში 41 მატჩია არ აგებს.

 

ესპანეთი-ჩეხეთი              3:1

გოლები: 1:0 იამალი (6. ოლმოს პასით), 2:0 როდრი (35), 2:1 სლამა (69. ჰლოჟეკის პასით), 3:1 მერინო (89)

ესპანეთი (4-3-3): დავიდ რაია – ფრესნედა, ლე ნორმანი, ლაპორტი, ფრან გარსია – ოლმო (67. ფერმინ ლოპესი), როდრი (77. სუბიმენდი), პედრი (67. მიკელ მერინო) – იამალი (46. მუნიოსი), ფერნანდესი, ბაენა (46. ბაენა).

მსგავსი