ერთა ლიგა 2024/25 | ალბანეთის ნაკრებს საქართველოსთან სამი ლიდერი დააკლდება, მათ შორის გუნდის კაპიტანი #1TVSPORT
ერთა ლიგის ოქტომბრის შეხვედრებში ალბანეთის ნაკრებს სამი წამყვანი მოთამაშე დააკლდება, – ამის შესახებ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სილვინიომ განაცხდა.
ალბანელთა ბრაზილიელმა მწვრთნელმა ჩეხეთთან და საქართველოსთან მატჩებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა.
თავიდან ცნობილი იყო, რომ გუნდს ორი წამყვანი თავდამსხმელი ტრავმის გამო დაეხმარებოდა – თურქული „სივასსფორის“ შემტევი რეი მანაი და ინგლისის „ევერტონის“ მოთამაშე არმანდო ბროია. ბოლო მომენტში კი გაირკვა, რომ ალბანელთა კაპიტანი, „ატალანტას“ მცველი, ბერატ ჯიმშიტიც ლაზარეთში მოხვდა.
მეკარეები: ტომაშ სტრაკოშა (აეკ, საბერძნეთი), ელჰან კასტრატი (ჩიტადელა, იტალია), ალენ შერი (კალიარი, იტალია)
მცველები: ელშეიდ ჰისაი (ლაციო, იტალია), ივან ბალიუ (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), ანდი ჰანდროი (პარტიზანი), მარიო მიტაი (ლოკომოტივი, რუსეთი), მარაშ კუმბულა (ესპანიოლი, ესპანეთი), ადრიან ისმაილი (ემპოლი, იტალია), ენეა მიჰაი (ფამალიკაუ, პორტუგალია), არლინდ აიეტი (ბოდრუმი, თურქეთი)
ნახევარმცველები: ილბერ რამადანი (ლეჩე, იტალია), ამირ აბრაში (გრასჰოპერსი, შვეიცარია), კრისტიან ასლანი (ინტერი, იტალია), ქაზიმ ლაჩი (სპარტა, ჩეხეთი), ნედიმ ბაირამი (სასუოლო, იტალია), ადრიონ პაიაზიტი (გორიცა, სლოვენია), ერნესტ მუჩი (ბეშიქთაში, თურქეთი)
თავდამსხმელები: ტოლენ სეფერი (ვორსკლა, უკრაინა), არბერ ჰოჯა (დინამო, ხორვატია), მირლინდ დაკუ (რუბინი, რუსეთი), მირტო უზუნი (გრანადა, ესპანეთი), იასირ ასანი (გვანჯუ, ჩინეთი).