ფაქტები
* პირველად 1959 წლის შემდეგ, ინგლისის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში 21 წლამდე ასაკის ოთხი ფეხბურთელია – საკა, ფოდენი, რაისი და მაუნტი.
* 1883 წლის შემდეგ პირველად, ინგლისის ნაკრების 21 წლამდე ასაკის სამმა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი ერთ მატჩში.
* დეკლან რაისმა ინგლისის ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა. ის პირველი ფეხბურთელია „ვესტ ჰემიდან“ 2010 წლის (მეტიუ აპსონი) შემდეგ, ვინც ეროვნულ ნაკრებში თავი გამოიჩინა.
* ფილ ფოდენმა პირველად გაიტანა გოლი ინგლისის ნაკრებში.
* 20 წლისა და 174 დღი ფოდენი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია ინგლისის ნაკრების ისტორიაში, ვინც მატჩში ერთზე მეტი გოლი გაიტანა.
* ანდრეა ბელოტი 35-ე ფეხბურთელია იტალიის ნაკრების ისტორიაში, ვინც ეროვნულ გუნდში მინიმუმ 10 გოლი გაიტანა.
* დომენიკო ბერარდი სამი გოლით 2020 წელს იტალიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია.
* იტალიის ნაკრები 22 მატჩია არ მარცხდება. ეს საუკეთესო სერია 2006 წლის შემდეგ, როცა მარჩელო ლიპის იტალიას 25 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.
* იონას ვინდმა დანიის ნაკრებში დებიუტი გოლით აღნიშნა.
* ხუთი გოლით რომელუ ლუკაკუ ერთა ლიგის A დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირია.
* ლუკაკუმ ბელგიის ნაკრების ბოლო 14 მატჩში 17 გოლი გაიტანა.
* გარეტ ბეილმა უელსის ბოლო 14 საშინაო მატჩში 14 გოლში მიიღო მონაწილეობა – 9 გოლი და 5 პასი.
* იური ჟირკოვი მეხუთე ფეხბურთელია, ვინც რუსეთის ნაკრებში 100 მატჩი დააგროვა. რეკორდსმენია სერგეი იგნაშევიჩი (127 მატჩი).
* რუსეთის ნაკრებმა 2007 წლის შემდეგ პირველად გაუშვა ერთ ტაიმში ოთხი გოლი.
* რუსეთმა ისტორიაში პირველად წააგო სერბეთთან.
* რუსეთის ნაკრებს ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
* რუსეთმა ბოლო 16 წელიწადში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო.
* სდავიდ ზიგერმა უნგრეთის ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა.
A ლიგა
I ჯგუფი
ბოსნია-იტალია 0:2
გოლები: 0:1 ბელოტი (22), 0:2 ბერარდი (68)
იტალია: დონარუმა – ფლორენცი (46. დი ლორენცო), აჩერბი, ბასტონი, ემერსონი – ბარელა, ჟორჟინიო, ლოკატელი – ბერარდი (82. ბერნარდესკი), ბელოტი (82. ლასანია), ინსინიე (90+4. კალაბრია).
პოლონეთი-ნიდერლანდები 1:2
გოლები: 1:0 იოზვიაკი (6), 1:1 დეპაი (76-პენ), 1:2 ვეინალდუმი (84)
ნიდერლანდები: კრული – ჰატებოერი (57. დუმფრიზი), დე ვრი, ბლინდი (84. ლ. დე იონგი), ვან აანჰოლტი (70. ვიინდალი) – კლაასენი (70. ვან დე ბეეკი), ვეინალდუმი, ფ. დე იონგი – სტენგსი (70. ბერგჰუისი), დეპაი, მალენი.
- იტალია – 12
- ნიდერლანდები – 11
- პოლონეთი – 7
- ბოსნია – 2
II ჯგუფი
ბელგია-დანია 4:2
გოლები: 1:0 ტილემანსი (3), 1:1 ვინდი (17), 2:1 ლუკაკუ (57), 3:1 ლუკაკუ (69), 3:2 შადლი (86-საკ. კარში), 4:2 დე ბრუინი (87)
ბელგია (3-4-3): კურტუა – ალდერვეირელდი, დენაიერი, ვერტონგენი (90+1. ბოიატა) – დე ბრუინი, ტილემანსი, დენდონკერი, შადლი – მერტენსი, ლუკაკუ, ტ. აზარი (77. ფოკე).
ინგლისი-ისლანდია 4:0
გოლები: 1:0 რაისი (20), 2:0 მაუნტი (24), 3:0 ფოდენი (80), 4:0 ფოდენი (84)
ინგლისი (3-4-2-1): პიკფორდი – უოკერი (64. მინგსი), მაგუაირი, დაიერი – ტრიპიერი (85. მეიტლანდ-ნაილსი), მაუნტი (64. უინქსი), რაისი, ფოდენი, საკა – კეინი (76. აბრაჰამი), გრილიში (76. სანჩო).
გაძევება: საევარსონი (54. ისლანდია)
- ბელგია – 15
- დანია – 10
- ინგლისი – 10
- ისლანდია – 0
B ლიგა
I ჯგუფი
ავსტრია-ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 ზაჰიდი (61), 1:1 გრბიჩი (90+4)
ჩრ. ირლანდია-რუმინეთი 1:1
გოლები: 1:0 ბოისი (56), 1:1 ბიკფალვი (81)
- ავსტრია – 13
- ნორვეგია – 10
- რუმინეთი – 5
- ჩრდ. ირლანდია – 2
II ჯგუფი
ჩეხეთი-სლოვაკეთი 2:0
გოლები: 1:0 სოუჩეკი (17), 2:0 ონდრაშეკი (55)
ისრაელი-შოტლანდია 1:0
გოლები: 1:0 სოლომონი (44)
- ჩეხეთი – 12
- შოტლანდია – 10
- ისრაელი – 8
- სლოვაკეთი – 4
III ჯგუფი
უნგრეთი-თურქეთი 2:0
გოლები: 1:0 ზიგერი (57), 2:0 ვარგა (90+5)
სერბეთი-რუსეთი 5:0
გოლები: 1:0 რადონიჩი (10), 2:0 იოვიჩი (25), 3:0 ვლაჰოვიჩი (41), 4:0 იოვიჩი (45+1), 5:0 მლადენოვიჩი (64)
- უნგრეთი – 11
- რუსეთი – 8
- სერბეთი – 6
- თურქეთი – 6
IV ჯგუფი
ირლანდია-ბულგარეთი 0:0
უელსი-ფინეთი 3:1
გოლები: 1:0 უილსონი (29), 2:0 ჯეიმსი (46), 2:1 პუკი (63)
გაძევება: ურონენი (12. ფინეთი)
- უელსი – 16
- ფინეთი – 12
- ირლანდია – 3
- ბულგარეთი – 2
C ლიგა
III ჯგუფი
საბერძნეთი-სლოვენია 0:0
გაძევება: ხაციდიაკოსი (90. საბერძნეთი)
კოსოვო-მოლდოვა 1:0
გოლი: 1:0 კასტრატი (31)
გაძევება: დრესევიჩი (85. კოსოვო)
- სლოვენია – 14
- საბერძნეთი – 12
- კოსოვო – 5
- მოლდოვა – 1
IV ჯგუფი
ალბანეთი-ბელარუსი 3:2
გოლები: 1:0 ციკალეში (20), 2:0 ციკალეში (27-პენ), 2:1 სკავიში (35), 3:1 მანაი (44), 3:2 ებონგი (80)
ყაზახეთი-ლიეტუვა 1:2
გოლები: 1:0 აიმბეტოვი (38), 1:1 ვორობიოვასი (40), 1:2 ნოვიკოვასი (90+4)
გაძევება: კუატი (ყაზახეთი)
- ალბანეთი – 11
- ბელარუსი – 10
- ლიეტუვა – 8
4. ყაზახეთი – 4