ერთა ლიგა 2020-21, VI ტური - ოთხშაბათის მატჩები და სტატისტიკა
ერთა ლიგა 2020-21, VI ტური - ოთხშაბათის მატჩები და სტატისტიკა

ფაქტები

* პირველად 1959 წლის შემდეგ, ინგლისის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში 21 წლამდე ასაკის ოთხი ფეხბურთელია – საკა, ფოდენი, რაისი და მაუნტი.

* 1883 წლის შემდეგ პირველად, ინგლისის ნაკრების 21 წლამდე ასაკის სამმა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი ერთ მატჩში.

* დეკლან რაისმა ინგლისის ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა. ის პირველი ფეხბურთელია „ვესტ ჰემიდან“ 2010 წლის (მეტიუ აპსონი) შემდეგ, ვინც ეროვნულ ნაკრებში თავი გამოიჩინა.

* ფილ ფოდენმა პირველად გაიტანა გოლი ინგლისის ნაკრებში.

* 20 წლისა და 174 დღი ფოდენი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია ინგლისის ნაკრების ისტორიაში, ვინც მატჩში ერთზე მეტი გოლი გაიტანა.

* ანდრეა ბელოტი 35-ე ფეხბურთელია იტალიის ნაკრების ისტორიაში, ვინც ეროვნულ გუნდში მინიმუმ 10 გოლი გაიტანა.

* დომენიკო ბერარდი სამი გოლით 2020 წელს იტალიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია.

* იტალიის ნაკრები 22 მატჩია არ მარცხდება. ეს საუკეთესო სერია 2006 წლის შემდეგ, როცა მარჩელო ლიპის იტალიას 25 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.

* იონას ვინდმა დანიის ნაკრებში დებიუტი გოლით აღნიშნა.

* ხუთი გოლით რომელუ ლუკაკუ ერთა ლიგის A დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირია.

* ლუკაკუმ ბელგიის ნაკრების ბოლო 14 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

* გარეტ ბეილმა უელსის ბოლო 14 საშინაო მატჩში 14 გოლში მიიღო მონაწილეობა – 9 გოლი და 5 პასი.

* იური ჟირკოვი მეხუთე ფეხბურთელია, ვინც რუსეთის ნაკრებში 100 მატჩი დააგროვა. რეკორდსმენია სერგეი იგნაშევიჩი (127 მატჩი).

* რუსეთის ნაკრებმა 2007 წლის შემდეგ პირველად გაუშვა ერთ ტაიმში ოთხი გოლი.

* რუსეთმა ისტორიაში პირველად წააგო სერბეთთან.

* რუსეთის ნაკრებს ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

* რუსეთმა ბოლო 16 წელიწადში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო.

* სდავიდ ზიგერმა უნგრეთის ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა.

 

 

A ლიგა

I ჯგუფი

ბოსნია-იტალია 0:2

გოლები: 0:1 ბელოტი (22), 0:2 ბერარდი (68)

იტალია: დონარუმა – ფლორენცი (46. დი ლორენცო), აჩერბი, ბასტონი, ემერსონი – ბარელა, ჟორჟინიო, ლოკატელი – ბერარდი (82. ბერნარდესკი), ბელოტი (82. ლასანია), ინსინიე (90+4. კალაბრია).

პოლონეთი-ნიდერლანდები      1:2

გოლები: 1:0 იოზვიაკი (6), 1:1 დეპაი (76-პენ), 1:2 ვეინალდუმი (84)

ნიდერლანდები: კრული – ჰატებოერი (57. დუმფრიზი), დე ვრი, ბლინდი (84. ლ. დე იონგი), ვან აანჰოლტი (70. ვიინდალი) – კლაასენი (70. ვან დე ბეეკი), ვეინალდუმი, ფ. დე იონგი – სტენგსი (70. ბერგჰუისი), დეპაი, მალენი.

  1. იტალია – 12
  2. ნიდერლანდები – 11
  3. პოლონეთი – 7
  4. ბოსნია – 2

 

II ჯგუფი

ბელგია-დანია    4:2

გოლები: 1:0 ტილემანსი (3), 1:1 ვინდი (17), 2:1 ლუკაკუ (57), 3:1 ლუკაკუ (69), 3:2 შადლი (86-საკ. კარში), 4:2 დე ბრუინი (87)

ბელგია (3-4-3): კურტუა – ალდერვეირელდი, დენაიერი, ვერტონგენი (90+1. ბოიატა) – დე ბრუინი, ტილემანსი, დენდონკერი, შადლი – მერტენსი, ლუკაკუ, ტ. აზარი (77. ფოკე).

ინგლისი-ისლანდია     4:0

გოლები: 1:0 რაისი (20), 2:0 მაუნტი (24), 3:0 ფოდენი (80), 4:0 ფოდენი (84)

ინგლისი (3-4-2-1): პიკფორდი – უოკერი (64. მინგსი), მაგუაირი, დაიერი – ტრიპიერი (85. მეიტლანდ-ნაილსი), მაუნტი (64. უინქსი), რაისი, ფოდენი, საკა – კეინი (76. აბრაჰამი), გრილიში (76. სანჩო).

გაძევება: საევარსონი (54. ისლანდია)

  1. ბელგია – 15
  2. დანია – 10
  3. ინგლისი – 10
  4. ისლანდია – 0

 

 

B ლიგა

I ჯგუფი

ავსტრია-ნორვეგია        1:1

გოლები: 0:1 ზაჰიდი (61), 1:1 გრბიჩი (90+4)

 

ჩრ. ირლანდია-რუმინეთი            1:1

გოლები: 1:0 ბოისი (56), 1:1 ბიკფალვი (81)

 

  1. ავსტრია – 13
  2. ნორვეგია – 10
  3. რუმინეთი – 5
  4. ჩრდ. ირლანდია – 2

 

II ჯგუფი

ჩეხეთი-სლოვაკეთი     2:0

გოლები: 1:0 სოუჩეკი (17), 2:0 ონდრაშეკი (55)

 

ისრაელი-შოტლანდია 1:0

გოლები: 1:0 სოლომონი (44)

 

  1. ჩეხეთი – 12
  2. შოტლანდია – 10
  3. ისრაელი – 8
  4. სლოვაკეთი – 4

 

III ჯგუფი

უნგრეთი-თურქეთი    2:0

გოლები: 1:0 ზიგერი (57), 2:0 ვარგა (90+5)

 

სერბეთი-რუსეთი         5:0

გოლები: 1:0 რადონიჩი (10), 2:0 იოვიჩი (25), 3:0 ვლაჰოვიჩი (41), 4:0 იოვიჩი (45+1), 5:0 მლადენოვიჩი (64)

 

  1. უნგრეთი – 11
  2. რუსეთი – 8
  3. სერბეთი – 6
  4. თურქეთი – 6

 

IV ჯგუფი

ირლანდია-ბულგარეთი            0:0

 

უელსი-ფინეთი 3:1

გოლები: 1:0 უილსონი (29), 2:0 ჯეიმსი (46), 2:1 პუკი (63)

გაძევება: ურონენი (12. ფინეთი)

 

  1. უელსი – 16
  2. ფინეთი – 12
  3. ირლანდია – 3
  4. ბულგარეთი – 2

 

 

C ლიგა

III ჯგუფი

საბერძნეთი-სლოვენია          0:0

გაძევება: ხაციდიაკოსი (90. საბერძნეთი)

 

კოსოვო-მოლდოვა        1:0

გოლი: 1:0 კასტრატი (31)

გაძევება: დრესევიჩი (85. კოსოვო)

 

  1. სლოვენია – 14
  2. საბერძნეთი – 12
  3. კოსოვო – 5
  4. მოლდოვა – 1

 

IV ჯგუფი

ალბანეთი-ბელარუსი  3:2

გოლები: 1:0 ციკალეში (20), 2:0 ციკალეში (27-პენ), 2:1 სკავიში (35), 3:1 მანაი (44), 3:2 ებონგი (80)

 

ყაზახეთი-ლიეტუვა     1:2

გოლები: 1:0 აიმბეტოვი (38), 1:1 ვორობიოვასი (40), 1:2 ნოვიკოვასი (90+4)

გაძევება: კუატი (ყაზახეთი)

 

  1. ალბანეთი – 11
  2. ბელარუსი – 10
  3. ლიეტუვა – 8

4. ყაზახეთი – 4