ერთ წელიწადში საქართველოს საგარეო ვალი 652 მილიონი დოლარით გაიზარდა
ერთ წელიწადში საქართველოს საგარეო ვალი 652 მილიონი დოლარით გაიზარდა

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 652 მილიონი დოლარით გაიზარდა. თუ 2016 წლის 31 ნოემბრისთვის ვალის მოცულობა 4,411 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2017 წლის 31 ნოემბრისთვის მაჩვენებელმა 5,063 მილიარდ დოლარს მიაღწია. შესაბამისად, 12 თვეში ვალი თითქმის 15 პროცენტით არის მომატებული.

თუ ვალს ეროვნულ ვალუტაში გადავიყვანთ, მისი მოცულობა შარშან 11,165 მილიარდ ლარს შეადგენდა, წელს კი 13,784 მილიარდი ლარია. ზრდა 23,45%-ს შეადგენს (გათვალისწინებულია კურსის გავლენა).


საგარეო ვალი, ძირითადად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიმართ გაიზარდა, მათ შორის, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკისა
 და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წინაშე. დაფინანსება კი ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება.


სახელმწიფო საგარეო ვალი მომდევნო წლებში, სავარაუდოდ, ასევე მზარდი იქნება. ეს ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით მთავრობის გეგმას უკავშირდება. სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, 2018 წლის ბოლოსთვის საგარეო ვალის მოცულობა 14,026 მილიარდი ლარი უნდა იყოს.