ერთ თვეში 25 000-ზე მეტი ატესტატი გაიცა
ერთ თვეში 25 000-ზე მეტი ატესტატი გაიცა

მიმდინარე წლის 24 ივნისიდან, აქციის ფარგლებში, 25 000-ზე მეტი ატესტატი გაიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, როგორც წელს სკოლადამთავრებულებს, ასევე, გასულ წლებში საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი პირებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფასურის გადახდის გარეშე მისაღებად განაცხადის გაკეთება 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

ატესტატის მისაღებად აბიტურიენტმა იუსტიციის სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შესაბამისი განაცხადი უნდა შეავსონ.

ატესტატი განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა.