ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელი, რომელმაც მძევლები აიყვანა, საფრანგეთში სირიიდან ჩავიდა
ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელი, რომელმაც მძევლები აიყვანა, საფრანგეთში სირიიდან ჩავიდა

საფრანგეთში, ქალაქ ტრებესში მდებარე მაღაზიაზე თავდამსხმელი დაახლოებით 30 წლისაა და ერთ-ერთი ვერსიით, ის ქვეყანაში სირიიდან ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაღუპულია ერთი პირი, თავიდან ორის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ამასთან, არიან დაჭრილები და მათ შორის რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მძევალი უკვე გათავისუფლებულია და თავდამსხმელი შენობაში ერთ პირთან ერთად იმყოფება.

ქალაქ ტრებესში მდებარე მაღაზიაში შეიარაღებული პირი ცოტა ხნის წინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ეს ინციდენტი ტერორიზმს უკავშირდებოდეს. თვითმხილველები აცხადებენ, რომ მაღაზიაში შეჭრამდე თავდამსხმელი „ალაჰ აკბარს“ სკანდირებდა და ამბობდა, რომ ის ე.წ ისლამური სახელმწიფოს წევრია.

თავდასხმის ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ქალაქში მიემგზავრება ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრიც.