ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მიმდინარე წლის ივლისში სამართალდარღვევის 48 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 41 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვების შემთხვევაა

12:06, 07.08.2026

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ივლისის თვეში სამართალდარღვევის 48 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 41 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვების, მათ შორის ტრანსპორტირების ფაქტია.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 46 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მექრანი, რომლებიც სატეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 10 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში, 4 – სამცხე-ჯავახეთში, 1 – რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, 8 – ქვემო ქართლის რეგიონში, 4 – გურიაში, 4 – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 7 – კახეთში, ხოლო 3 – შიდა ქართლის რეგიონში.

ასევე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 5 ფაქტია გამოვლენილი: მცხეთა-მთიანეთის, გურიის, შიდა ქართლის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. ასევე გამოვლენილია 2 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონში.

ქვეყნის მასშტაბით ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ პირველი შვიდი თვის განმავლობაში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 439 ფაქტი.

მსგავსი