ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0688 შეადგინა.

ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მე-11 სავალუტო ინტერვენციაა. სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 329 650 000 დოლარი გაყიდა.