ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

16:27, 30.12.2020

მიმდინარე წლის 30 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2752 შეადგინა.

ცენტრალური ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე 26-ე სავალუტო ინტერვენციაა.

ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 873 222 000 დოლარი გაყიდა.

მსგავსი