ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დღეს 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9699 შეადგინა.

„ბლუმბერგის“ სისტემაში დილიდან დოლარის კურსი 2.99 ლარის ნიშნულს მიუახლოვდა, კომერციულ ბანკებში კი, 3-ლარიან ნიშნულს გადასცდა. ამ დროისთვის, კურსი შედარებით დასტაბილურდა და „ბლუმბერგის“ სისტემაში 2.9715 ნიშნულზეა.

მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის რეზერვების მოცულობა 3 მილიარდ 386 მილიონ დოლარს შეადგენს.

ამასთან, წელს ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან თანხა უკვე მესამედ გაყიდა. დღეს გაყიდულის ჩათვლით, სულ 92.8 მლნ დოლარი.