ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

2020 წლის 2 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური ბანკი ავრცელებს.

შედეგად, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1929 შეადგინა.

ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მე-15 სავალუტო ინტერვენციაა. სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 469 650 000 დოლარი გაყიდა.