ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 15 მილიონი დოლარი შეისყიდა

16:20, 16.01.2019

ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 15 მილიონი დოლარი შეისყიდა.

ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6632 შეადგინა.

წელს ბანკმა უცხოური ვალუტის რეზერვები უკვე 40 მილიონი დოლარით შეავსო.

მსგავსი