ეროვნულმა ბანკმა საბროკერო კომპანია „ლ.ა. ინვესტს“ ლიცენზია გაუუქმა

17:44, 30.08.2018

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებით, საბროკერო კომპანია შპს „ლ.ა. ინვესტს” საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა.

ბანკის ცნობით, გადაწყვეტილება კომპანიის ადგილზე შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევების გამო მიიღეს.

შპს „ლ.ა. ინვესტი” საბროკერო საქმიანობას ვებგვერდის საშუალებით ახორციელებდა.

მსგავსი