ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად გამოტანილი 40 მლნ დოლარიდან მხოლოდ 17.1 მლნ დოლარი გაყიდა
ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად გამოტანილი 40 მლნ დოლარიდან მხოლოდ 17.1 მლნ დოლარი გაყიდა

2023 წლის 2 ივნისს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. თუმცა, აუქციონზე მხოლოდ 17 100 000 აშშ დოლარი გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6330 შეადგინა.

2023 წელს ეს პირველი აუქციონია და, შესაბამისად, პირველი ინტერვენციაც, როდესაც ცენტრალურმა ბანკმა თანხა გასაყიდად გამოიტანა.