ეროვნულმა ბანკმა დღეს 20 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა

17:20, 07.06.2019

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7384 შეადგინა.

ამასთან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 6 ივნისს გუშინ გამართულ სავალუტო აუქციონზე 10 000 000 აშშ დოლარი იყიდა.

მსგავსი