ეროვნულმა ბანკმა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა
ეროვნულმა ბანკმა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

2021 წლის 30 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1186 შეადგინა.

ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მეცხრე ინტერვენციაა. ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარს ჯამურად 332 900 000 დოლარი მიაწოდა.