ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა
ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა

2020 წლის 29 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ეროვნული ვანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2334 შეადგინა.

ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მე-20 სავალუტო ინტერვენციაა.

ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 649 650 000 დოლარი გაყიდა.

დატოვე კომენტარი