ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა
ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1915 შეადგინა.

ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე რიგით მეხუთე სავალუტო ინტერვენციაა. ლარის გაუფასურების შესაჩერებლად ცენტრალურმა ბანკმა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან უკვე გაყიდა ჯამში 160 მილიონი აშშ დოლარი.
დატოვე კომენტარი