ეროვნულმა ბანკმა 17.5 მილიონი დოლარი შეისყიდა

16:19, 01.08.2018

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 17.5 მილიონი დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა კურსმა 2.4483 შეადგინა.

22 ივნისის შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა უკვე 67.5 მილიონი დოლარი შეისყიდა. 2017 წლის შემდეგ კი, უცხოური ვალუტის შესყიდვამ 217.25 მილიონი დოლარი შეადგინა.

მსგავსი