ეროვნულმა ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა

16:23, 19.12.2018

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 15 მილიონი დოლარი შეისყიდა.

ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6648 შეადგინა.

წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე 175,5 მილიონი დოლარი შეისყიდა.

მსგავსი