ეროვნულმა ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა

16:43, 15.02.2019

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 15 მილიონი დოლარი შეისყიდა.

ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6414 შეადგინა.

სავალუტო რეზერვები წელს ბანკმა უკვე 135 მილიონი დოლარით შეავსო.

მსგავსი