ეროვნულმა ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა

17:00, 06.02.2019

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 15 მილიონი დოლარი შეისყიდა.

ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6497 შეადგინა.

წელს სავალუტო რეზერვები ბანკმა უკვე 100 მილიონი დოლარით შეავსო.

მსგავსი