ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა

16:38, 10.12.2018

ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6678 შეადგინა.

დეკემბერში ეს უცხოური ვალუტით რეზერვების შევსების მეორე შემთხვევაა.

სავალუტო აუქციონზე 5 მილიონი დოლარი ეროვნულმა ბანკმა 6 დეკემბერს შეისყიდა.

მსგავსი