ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა
ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი დოლარი შეისყიდა. შედეგად, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4405 შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 22 ივნისის შემდეგ, ეს უცხოური ვალუტის შესყიდვის მეოთხე შემთხვევაა.

29 ივნისს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ სავალუტო რეზერვები ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე ივსება.