ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა

16:55, 28.06.2018

ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე თვეში უკვე მესამედ, 10 მილიონი დოლარი შეისყიდა.

დღევანდელი სავალუტო აუქციონის შედეგად, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4536 შეადგინა.

ეროვნულმა ბანკმა 10-10 მილიონი დოლარი 22 და 25 ივნისსაც შეისყიდა.

მსგავსი