ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურების გამო, თურქეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი გაათავისუფლა
თურქეთის ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურების გამო, ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი გაათავისუფლა.
თურქეთის პრეზიდენტის განკარგულებით, ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტს ნაჯი აგბალი დაიკავებს, რომელიც მანამდე თურქეთის ფინანსთა მინისტრად მუშაობდა.
თურქული ლირა დოლართან მიმართებით მნიშვნელოვნად გაუფასურდა. 7 ნოემბერს ერთი დოლარის შეძენა 8,49 თურქულ ლირად არის შესაძლებელი.