ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციით, კრიზისული ვითარების მართვის სისტემის გაუმჯობესების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციით, კრიზისული ვითარების მართვის სისტემის გაუმჯობესების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, კრიზისული ვითარების მართვის სისტემის გაუმჯობესების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ავრცელებს.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრის (დეპარტამენტის) დირექტორმა, გიორგი ღიბრაძემ გახსნა.

„ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, კრიზისული ვითარების მართვის ინიციატივის იმპლემენტაციის წამყვანი სახელმწიფოს – დანიის სამეფოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა, ჯეიკობ ბანგ იეპესონმა, შეხვედრის მონაწილეებს კრიზისული ვითარების მართვის კუთხით დანიის სამეფოს გამოცდილება გაუზიარა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს კრიზისული ვითარების მართვის არსებული სისტემა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში კრიზისული ვითარების მართვის ინიციატივის იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმა და განსახორციელებელი ღონისძიებები“, – ნათქვამია საბჭოს ინფორმაციაში.

შეხვედრაში თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.