ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვის ვალდებულება ყოველ ხუთ წელიწადში იქნება
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვის ვალდებულება ყოველ ხუთ წელიწადში იქნება

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვის ვალდებულება ყოველ ხუთ წელიწადში იქნება. შესაბამისი ვალდებულება გათვალისწინებული იქნება იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლება განხორციელდება კონცეფციის გადახედვის შედეგების გათვალისწინებით, საჭიროებისამებრ.

ამასთან, კონკრეტდება ისიც, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვა და განახლება შესაძლებელი იქნება ნებისმიერ დროს, ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს არსებითად ცვლილებისას.