ეროვნული სიმფონიური ორკესტრი დღეს რუსთავის დრამატულ თეატრში კონცერტს გამართავს
ეროვნული სიმფონიური ორკესტრი დღეს რუსთავის დრამატულ თეატრში კონცერტს გამართავს

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი დღეს საკონცერტო სეზონს რუსთავის დრამატულ თეატრში გახსნის. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რუსთავში ნიკოლოზ რაჭველისა და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულრი სიმფონიური ორკესტრის კონცერტით გაიხსნება დღეს საღამოს „რუსთავქალაქობა 2018“.  შესრულდება ზაქარია ფალიაშვილის, ბიძინა კვერნაძის, ალექსი მაჭავარიანის, გია ყანჩელის და ნიკოლოზ რაჭველის ნაწარმოებები. სოლისტები იქნებიან ნატო მეტონიძე და ალტისტი გიორგი ცაგარელი.