ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა თებერვალში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოავლინეს

15:15, 06.03.2026

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევებიდან 80 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 110 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მექრანი, რომელიც სატyეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 11 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ექვსი – სამცხე-ჯავახეთის, ექვსი – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, 11 – ქვემო ქართლის, 31 – კახეთის; მცხეთა-მთიანეთის – სამი, გურია – ექვსი, სამეგრელო-ზემო სვანეთის – ხუთი, ხოლო ორი – შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ; ასევე, იმერეთში გამოვლენილია ერთი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და უნებართვო სანახშირე.

სამართალდაღვევებიდან სამი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით იანვარ-თებერვლის თვეში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 109 ფაქტი.

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მსგავსი