ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ივნისის თვეში სამართალდარღვევის 72 ფაქტი გამოავლინეს
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ივნისის თვეში სამართალდარღვევის 72 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 57 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვების, მათ შორის, ტრანსპორტირების ფაქტია.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 39 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომლებიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 8 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში, 15 – სამცხე-ჯავახეთში, 3 – რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, 10 – ქვემო ქართლის რეგიონში, 12 – მცხეთა-მთიანეთში, 5 – გურიაში, 8 – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 8 – კახეთში, ხოლო 3 – შიდა ქართლის რეგიონში.
აღსანიშნავია, რომ კანონდარღვევებიდან 5 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებებში.
ასევე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 14 ფაქტია გამოვლენილი იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. ასევე, გამოვლენილია ერთი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.
ქვეყნის მასშტაბით ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ პირველი ექვსი თვის განმავლობაში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 391 ფაქტი.
ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.