ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ ტყეში გადაადგილებისას არსებულ აკრძალვებს
ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ ტყეში გადაადგილებისას არსებულ აკრძალვებს

ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომლებიც ტყეში გადაადგილებისას ვრცელდება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში არის აღნიშნული.

„ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანის დაუდევრობაა. გარემოში არსებული მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიშია ზაფხულის სეზონი.

ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყეში ხანძრის გაჩენას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომლებიც ტყეში გადაადგილებისას ვრცელდება.

ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგები, უმრავლეს შემთხვევაში, სავალალოა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ივლისამდე, საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა.

7 ივლისს, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ, შესაძლებელია, 40, 42, მთიან რაიონებში 35, 37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში, 7-8 ივლისს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 34, 39, მთიან რაიონებში კი, 29-34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი“, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

დატოვე კომენტარი