თბილისის „დინამო“ ჩემპიონობას მიუახლოვდა
თბილისის „დინამო“ ჩემპიონობას მიუახლოვდა

დღეს ეროვნული საფეხბურთო ლიგის თამაშები განახლდა. „სამტრედიამ“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხა. მასპინძელთაგან თავი გამოიჩინეს ნიკოლოზ საბანაძემ (18 წუთი), მაიკლ ოლაიტანმა (33, 48), ინტერს გიიმ და გიული მანჯგალაძემ (73) 5:0.

ბათუმის „რაგბი არენაზე“ ქობულეთის „შუქურამ“ გათამაშების ლიდერს, თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და დიდი ხანი უძალიანდებოდა, მაგრამ 86-ე წუთზე ქობულეთელთა კარი 16 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ აიღო, “დინამომ” 1:0 მოიგო და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა, ქობულეთელები კი, დიდი ალბათობით, ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდებიან. გუნდი “კოლხეთს” 5 ქულით ჩამორჩება და დარჩენილ 2 ტურში მოგება მხოლოდ მაშინ დაეხმარებათ, თუ ფოთელებმა ორივე თამაში წააგეს.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმერულ დერბიში საჩხერის „ჩიხურა“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.

25-ე წუთზე გრიგოლ დოლიძემ ქუთაისელები დააწინაურა 0:1. 55-ე წუთზე საჩხერელმა თორნიკე გორგიაშვილმა წონასწორობა აღადგინა 1:1, მაგრამ “ტორპედომ” მიზანს მაინც მიაღწია: ლაშა ჩიკვაიძის ავტოგოლითა (59) და ლევან კუტალიას (70) გოლებით ქუთაისელებმა 3:1 გაიმარჯვეს და “დინამოსთან” საჩემპიონო კონკურენციას აგრძელებენ.

(ფოტო: fb.com/DINAMOTB)