ეროვნული საფეხბურთო ლიგა | „რუსთავმა“ „ტორპედო“ დაამარცხა, ბათუმის „დინამომ“ „გაგრასთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT
ეროვნული საფეხბურთო ლიგა | „რუსთავმა“ „ტორპედო“ დაამარცხა, ბათუმის „დინამომ“ „გაგრასთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნული ლიგის მე-2 ტურში „რუსთავს“ ესტუმრა და ისევ დამარცხდა 0:1.

„რუსთავი“ მე-7 წუთზე ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჟან სოუზა დე ალმეიდამ დააწინაურა. ქუთაისელებს წონასწორობის აღდგენა შეეძლოთ, მაგრამ კომნენ ანდრიჩს მიერ დარტყმული პენალტი რუსთაველთა მეკარემ, პაპუნა ბერუაშვილმა მოიგერია.

სამი პენალტი დაინიშნა ბათუმის „დინამოსა“ და „გაგრის“ შეხვედრაში. 78-ე წუთზე მასპინძელთა მცველმა, ნიკა კალანდარიშვილმა შანსით ვერ ისარგებლა, 86-ე წუთზე კი მეორე თერთმეტმეტრიანი გაიტანა. თუმცა „გაგრის“ კაპიტანმა, მათე ცინცაძემ 90+5-ე წუთზე შანსი გოლად აქცია და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.