ეროვნული საფეხბურთო ლიგა | გორის „დილა“ გათამაშების ცხრილის სათავეში დაბრუნდა #1TVSPORT
ეროვნული საფეხბურთო ლიგა | გორის „დილა“ გათამაშების ცხრილის სათავეში დაბრუნდა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის 29-ე ტური ლიდერების, თბილისის „იბერიისა“ და გორის „დილას“ მატჩებით გაიხსნა.

„დილამ“ საკუთარ მოედანზე „გაგრა“ 5:0 დაამარცხა. ხლაიხაიმ და ბასინგამ დუბლი შეასრულეს, ხოლო ერთი გოლი გორელთა მხრიდან ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გაიტანა.

რაც შეეხება „იბერიას“, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ქუთაისში „ტორპედოს“ ესტუმრა და 1:3 წააგო. მასპინძელთა მხრიდან გოლები ბასილაძემ, ვარლეიმ და ფელიპე რეისმა გაიტანეს, ხოლო თბილისელთაგან – ბაქარ ქარდავამ.

29 ტურის შემდეგ „დილას“ 62 ქულა აქვს და კვლავ ლიდერი გახდა, ხოლო „იბერია“ (59 ქულა) მეორე ადგილზე დაქვეითდა. ქუთაისის „ტორპედო“ გათამაშების ცხრილში 49 ქულით მესამეა.

ეროვნული ლიგის 29-ე ტურის დარჩენილი მატჩები:

22 ოქტომბერი, 14:00 საათი | „კოლხეთი“ – „თელავი“
22 ოქტომბერი, 19:00 საათი | „სამგურალი“ – თბილისის „დინამო“
22 ოქტომბერი, 22:00 საათი | ბათუმის „დინამო“ – „გარეჯი“