ეროვნული საფეხბურთო ლიგა | „გაგრისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
„გაგრამ“ ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და მეტოქესთან ქულები გაინაწილა – 2:2.
ქუთაისელებმა „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართულ შეხვედარში ანგარიში სწრაფად, მე-5 წუთზე ლადო მამუჩაშვილის დარტყმით გახსნეს. „გაგრამ“ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ანდრი ანდრეიჩუკის გოლით წონასწორობა აღადგინა, 58-ე წუთზე კი ილია სკრიპნიკმა მასპინძლები დააწინაურა.
ქუთაისელებმა იბრძოლეს და თამაში გადაარჩინეს. 76-ე წუთზე მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი ფელიპე პირესს ოლექსანდრ ვორობეიმ აუღო, მაგრამ ბრაზილიელმა შემტევმა დამატებაზე მაინც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ტურის დარჩენილი შეხვედრები 18 აპრილს გაიმართება:
19:00, „ბათუმი არენა“ | „დინამო“ (ბთ) – „იბერია 1999“
21:00, „მიხეილ მესხი 2“ | „სპაერი“ – „რუსთავი“
სატურნირო მდგომარეობა:
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | ||
| 1 | იბერია 1999 | 6 | 3 | 2 | 1 | 7:5 | 11 |
| 2 | სპაერი | 6 | 3 | 1 | 2 | 11:8 | 10 |
| 3 | რუსთავი | 6 | 3 | 1 | 2 | 8:5 | 10 |
| 4 | დილა | 7 | 3 | 1 | 3 | 6:6 | 10 |
| 5 | ტორპედო | 7 | 2 | 2 | 3 | 7:6 | 8 |
| 6 | დინამო თბ | 7 | 1 | 5 | 1 | 6:6 | 8 |
| 7 | მეშახტე | 7 | 1 | 5 | 1 | 4:6 | 8 |
| 8 | სამგურალი | 7 | 2 | 2 | 3 | 6:9 | 8 |
| 9 | დინამო ბთ | 6 | 1 | 4 | 1 | 8:8 | 7 |
| 10 | გაგრა | 7 | 1 | 3 | 3 | 7:11 | 6 |