ეროვნული საფეხბურთო ლიგა | „გაგრა“ ახალი სეზონისთვის თურქეთში მოემზადება #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ ახალი სეზონისთვის თბილისში ემზადება, 7 თებერვალს კი თურქეთში გაემგზავრება, სადაც ორკვირიან შეკრებას გაივლის.
შეკრების ფარგლებში გუნდი ამხანაგურ მატჩებსაც გამართავს, მაგრამ ჯერ მხოლოდ ოთხი მეტოქეა ცნობილი: გუნდი 9 თებერვალი „ზორიას“ დაუპირისპირდება, 11 თებერვალს – „აზიას“, 14 თებერვალს – „მურა იუნაიტედს“, ხოლო 17 თებერვალს – „ბუნიოდკორს“.
გარდა ამისა, დაგეგმილია კიდევ ორი ამხანაგური მატჩი – მეტოქეების ვინაობა და ჩატარების დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.