ეროვნული საფეხბურთო ლიგა | ჩემპიონობისთვის მებრძოლმა გორის „დილამ“ ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის 31-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გორის „დილამ“ საკუთარ მოედანზე ქუთაისის „ტორპედო“ 1:0 დაამარცხა და გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
მატჩში ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გაიტანა, რომელმაც ჟოაუ არაუხოს გადაცემა გამოიყენა.
31 ტურის შემდეგ „დილას“ 65 ქულა აქვს, ხოლო თბილისის „იბერიას“ ტურის მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია და 62 ქულით მეორეა. დედაქალაქური გუნდი 4 ნოემბერს ბათუმის „დინამოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.
მიმდინარე ტურის დასრულების შემდეგ ჩემპიონობისთვის მებრძოლ „დილასა“ და „იბერიას“ 4-4 მატჩი დარჩებათ ჩასატარებელი.