საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე დასახელდა.
თბილისის საკონცერტო დარბაზის „ივენთ ჰოლში“ სეოკის წლის შემაჯამებელი სხდომა და დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა, რომელზეც სპორტსმენები რამდენიმე ნომინაციაში დააჯილდოვეს.
ლაშა ტალახაძე წელს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. თურქმენეთში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე მან ჯამში 474 კილოგრამი დაძლია და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.