სახელმწიფო მუზეუმებში დღეს შესვლა უფასოა
სახელმწიფო მუზეუმებში დღეს შესვლა უფასოა

დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღეა, რომელსაც  საქართველოში მოქმედი ყველა მუზეუმი უერთდება.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ქვეყანაში, საქართველოს მუზეუმის ფესტივალი Museum Fest იმართება, რომელიც  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

დღეს, 10:00-დან 17:30 საათამდე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა თავისუფალია. მიმდინარე გამოფენების გარდა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში საგანმანათლებლო და გასართობი პროგრამებია დაგეგმილი, რომელზე დასწრებაც დამთვალიერებელს ასევე უფასოდ შეუძლია.

მუზეუმების საერთაშორისო დღე ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) გადაწყვეტილებით 1977 წლიდან იმართება, რაც მსოფლიოში ღია კარის დღეებით აღინიშნება – ეწყობა გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო კონფერენციები, ლექციები და სხვადასხვა აქტივობა.