ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სოფელ ხატავეთში, მაშავერას გორაზე ნეოლითური პერიოდის, რვა ათასი წლის წინანდელი, აქამდე უცნობი არქიტექტურა გამოავლინა
ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სოფელ ხატავეთში, მაშავერას გორაზე ნეოლითური პერიოდის, რვა ათასი წლის წინანდელი, აქამდე უცნობი არქიტექტურა გამოავლინა

ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხატავეთში, მაშავერას გორაზე ნეოლითური პერიოდის, რვა ათასი წლის წინანდელი, აქამდე უცნობი არქიტექტურა გამოავლინა.

ძვ.წ. VI ათასწლეულის ძეგლზე პირველად დადასტურდა შულავერ-შომუთეფეს კულტურისათვის დამახასიათებელი წრიული სახლების სრულიად ახალი სამშენებლო ტრადიცია. ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ძეგლზე ფიქსირდება ორ და სამმწკრივა წყობით, ალიზის აგურით ნაგები წრიული სახლები,მცირე ზომის სათავსოები და ნაგებობებს შორის არსებული კედლები.

არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლინდა ნეოლითური პერიოდისათვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი მასალა: თიხის ჭურჭლის ნატეხები, ძვლის, ირმის რქის, ობსიდიანის, მასიური ქვის იარაღები და სარდიონისგან დამზადებული მძივები.

აღმოჩენილი არტეფაქტები ამავე რეგიონში, ბოლნისის მუზეუმის კოლექციებს შეემატება.

არქეოლოგიური სამუშაოები ეროვნული მუზეუმის გუნდმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2020 წელს განაახლა.

დატოვე კომენტარი