ეროვნული მუზეუმი - უსაფუძვლოა ბრალდება „დაკარგულ“ ექსპონატებზე, ისინი გატანილია 1950-იანი წლებიდან 2005 წლამდე, ვიდრე ეროვნული გალერეა ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ნაწილი გახდებოდა
ეროვნული მუზეუმი - უსაფუძვლოა ბრალდება „დაკარგულ“ ექსპონატებზე, ისინი გატანილია 1950-იანი წლებიდან 2005 წლამდე, ვიდრე ეროვნული გალერეა ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ნაწილი გახდებოდა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს განცხადებას, რომშიც აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა ბრალდება „დაკარგულ“ ექსპონატებზე, ისინი სხვადასხვა მიზეზით გატანილია 1950-იანი წლებიდან 2005 წლამდე, ვიდრე ეროვნული გალერეა ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ნაწილი გახდებოდა.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ეროვნული მუზეუმის შექმნის დღიდან, ჩვენს გაერთიანებაში შემავალი მუზეუმებიდან, მათ შორის ხელოვნების მუზეუმიდან, არც ერთი ექსპონატი არ დაკარგულა.

ეროვნული მუზეუმის მიმართ დღეს ისმის უსაფუძვლო ბრალდება „დაკარგულ“ ექსპონატებთან დაკავშირებით. სინამდვილეში, ექსპონატები სხვადასხვა მიზეზით გატანილია ეროვნული გალერეიდან 1950-იანი წლებიდან 2005 წლამდე, იმ დროს, სანამ ეროვნული გალერეა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ნაწილი გახდებოდა.

ეროვნული მუზეუმი დღემდე მუშაობს მუზეუმებიდან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და კერძო პირებზე გაცემული ექსპონატების მუზეუმებში დაბრუნების პროცესზე. ეროვნული მუზეუმის გუნდის მიერ ეროვნული გალერეის ფონდებს უკვე დაუბრუნდა დროებით გაცემული 552 ექსპონატი, ხელოვნების მუზეუმის ფერწერის ფონდს კი ხუთი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, მუზეუმი ავრცელებს განცხადების ლინკს, რომელიც 2021 წლის 20 მაისს არის გამოქვეყნებული.