ეროვნული მუზეუმი ექსპოზიციას სახელწოდებით „ფრიდა და დიეგო - ღიმილი შუა გზაზე“ მასპინძლობს
ეროვნული მუზეუმი ექსპოზიციას სახელწოდებით „ფრიდა და დიეგო - ღიმილი შუა გზაზე“ მასპინძლობს

სიღნაღის შემდეგ, ექსპოზიცია სახელწოდებით „ფრიდა და დიეგო – ღიმილი შუა გზაზე“ ეროვნულ მუზეუმში ინაცვლებს. გამოფენაზე წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი ფოტოხელოვანების მიერ გადაღებული 100 ფოტო, სადაც ფრიდა კალოსა და დიეგო რივერას ცხოვრების ყველაზე საინტერესო ეპიზოდებია ასახული. ნამუშევრებს შორის გამორჩეულია თავად ფრიდა კალოს მამის გილერმო კალოს ფოტოები, რომლებსაც ის ქალიშვილს მთელი ცხოვრების განმავლობაში უღებდა. ამ სახით გამოფენა პირველად 2002 წელს მეხიკოში, ფრიდა კალოსა და დიეგო რივერას მუზეუმ-სახელოსნოში მოეწყო.

ფოტოების გარდა, დამთვალიერებელი ნახავს ხელოვან ირმა შარიქაძის მიერ შექმნილ საინტერესო ინსტალაციას, სადაც ფრიდა კალოს სამყაროა ასახული. ფრიდა კალოს შესახებ გამოფენის სტუმრებთან დისკუსია ირმა შარიქაძემ და გამოფენის კურატორმა ლელა წიწუაშვილმა გამართეს. ექსპოზიცია ორ დეკემბრამდე გაგრძელდება.