ეროვნული ლიგის | წრის მწვრთნელად გია ცეცაძე აღიარეს #1TVSPORT
გია ცეცაძე ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელია – „რუსთავის“ 51 წლის დამრიგებელი ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გამოარჩია.
მართალია, პირველი წრის შემდეგ „რუსთავი“ 15 ქულით მესამე ადგილზეა და თბილისის „იბერიას“ (17) და გორის „დილას“ (16) ჩამორჩება, მაგრამ ცეცაძის შრომა დაუფასდა. 51 წლის სპეციალისტმა ექვსწლიანი პაუზის შემდეგ რუსთავის გუნდი ეროვნულ ლიგაში დააბრუნა, სადაც კარგ ფეხბურთს აჩენებს.
„რუსთავმა“ გასული წლის სამი საუკეთესო გუნდი დაამარცხა – მოქმედი ვიცე-ჩემპიონი გორის „დილა“ (2:1), მესამეადგილოსანი ქუთაისის „ტორპედო“ (1:0) და ჩემპიონი თბილისის „იბერია“ (2:1).