ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო მოთამაშედ „იბერიელი“ ძაგანია აღიარეს #1TVSPORT
„იბერიის“ შემტევი ამირან ძაგანია ეროვნული ლიგის აპრილის და პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა – რჩეული მოთამაშე ლიგის ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა.
თბილისის „იბერიის“ თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში გოლი ზედიზედ ოთხ შეხვედრაში გაიტანა და „რუსთავის“ თავდამსხმელთან, ჟან სოუზა დე ალმეიდასთან ერთად ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.
24 წლის ტანმაღალმა (188 სმ) თავდამსხმელმა პროფესიული კარიერა „ვიტ ჯორჯიაში“ დაიწყო; თბილისის „იბერიას“ 2025 წლის დასაწყისში შეუერთდა და გუნდთან ერთად ჩემპიონობა მოიპოვა.