ეროვნული ლიგის მესამე ტურის მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება, ფეხბურთელები მოედანზე კი შავი სამკლაურებით გავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ ავრცელებს
„კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ ცენტრალური მატჩით, დედაქალაქური დერბით „საბურთალო“-„დინამოს“ დაპირისპირებით განახლდება. თუმცა, მესამე ტური დიდი ტკივილის ფონზე ჩაივლის – გეცოდინებათ, რომ რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი იპოვეს „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილი გიორგი შაქარაშვილი.
ზოგადად, მესამე ტურის ყველა შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყება. ამავდროულად, ფეხბურთელები შავი ლენტებით ითამაშებენ. „საბურთალოსა“ და „დინამოს“ ფეხბურთელები კი თამაშის დაწყებამდე სპეციალურად დამზადებული შავი მაისურებით გამოვლენ,“ – ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ლიგა ხვალ განახლდება.