ეროვნული ლიგის ლიდერების შეხვედრა „იბერიამ“ მოიგო #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ლიდერების შეხვედრა „იბერიამ“ მოიგო #1TVSPORT

ჩემპიონატის ლიდერების მატჩით გაიხსნა ეროვნული ლიგის მე-12 ტური – თბილისის „იბერიამ“ გორის „დილას“ უმასპინძლა, 1:0 გაიმარჯვა და კონკურენტთან უპირატესობა გაზარდა.

პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. გადამწყვეტი გამოდგა 67-ე წუთზე გატანილი გოლი. კარის აღება ჯერ თორნიკე ახვლედიანმა სცადა, დამატებაზე იური ტაბატაძეს მეკარემ აუღო, მაგრამ „იბერიის“ გამოცდილმა თავდამსხმელმა, ირაკლი სიხარულიძემ სტუმრებს მაინც გაუტანა.

ბოლო წუთებზე გორის „დილამ“ თამაშის გადარჩენა სცადა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და საბოლოოდ მინიმალური სხვაობით დამარცხდა. „იბერიამ“ 30 ქულა დააგროვა და კონკურენტ „დილასთან“ (23 ქულა) სხვაობა შვიდ ქულამდე გაზარდა.